საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"დემოგრაფია და მოსახელობის გეოგრაფია" - მიღება სამაგისტრო პროგრამაზე

სასწავლებლად გიწვევთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში დემოგრაფიის განხრით. აკრედიტებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ თსუ-ში მოქმედებს 2014 წლიდან.

პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი (დემოგრაფიაში).

 

პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე. პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს კითხულობენ უნივერსიტეტისა და ქვეყნის წამყვანი პროფესორები და მეცნიერები. არსებობს პერსპექტივა, რომ როგორც სწავლის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლონ პარიზის, დემოგრაფიის შემსწავლელ ეროვნულ ინსტიტუტთან და გაეროს დემოგრაფიულ ცენტრთან კაიროში. ასეთი თანამშრომლობის ტრადიცია გასული წლების განმავლობაში უკვე არსებობდა.

თსუ-ში, 2016 წლიდან ასევე მოქმედებს სადოქტორო პროგრამა დემოგრაფიაში. მაგისტრატურის ყველა კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში და დაიცვას დისერტაცია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. დღეისათვის ჩვენს დოქტორანტურაში 8 დოქტორანტი სწავლობს.

არსებობს კურსდამთავრებულთა შრომითი დასაქმების კარგი პერსპექტივა, როგორც სპეციალობით, ასევე მომიჯნევე დარგებშიც. მზარდი ინტერესი და მოთხოვნა დემოგრაფთა კადრებზე გამოწვეულია ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში დემოგრაფიული პრობლემების მწავავე აქტუალობით (მოსახლეობის რიცხოვნობის, შობადობის, ასაკობრივი და ქორწინებითი სტრუქტურის, როგორც მსოფლიო ისე ქვეყნის შიგა ინტენსიური მიგრაციული პროცესების, ურბანიზაციის პროცესებისა და ა.შ. პრობლემები). 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება `დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული კონცეფციის შესახებ.~ აღნიშნული დადგენილებით ქვეყნის სამინისტროებსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ევალებათ, რომ დემოგრაფიული პრობლემები გაითვალისწინონ თავიანთ პერსპექტიულ და მიმდინარე საქმიანობაში. დადგენილების მიხედვით უახლოეს პერსპექტივაში, საშუალო სკოლებში შემოღებულ უნდა იქნეს დემოგრაფიის საგნის სწავლება. საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილია სახელმწიფო კომისია მოსახლეობის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ზრდის მოთხოვნებს დემოგრაფიის სპეციალობის კადრებზე. დემოგრაფიისადმი ყურადღება სულ უფრო იზრდება ბიზნესის მხრიდანაც.

განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ დემოგრაფიის მაგისტრატურაში სტუდენტთა სწავლა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ.

 

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩვენთანაც, დემოგრაფიაში სწავლის გაგრძელება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრს: სოციოლოგს, ეკონომისტს, გეოგრაფს, ისტორიკოსს, ჟურნალისტს, ფილოლოგს, ფილოსოფოსს და ა.შ.

მაგისტრატურაში სწავლის იმ მსურველებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდა, დასჭირდებათ ერთი გამოცდის ჩაბარება დემოგრაფიის ზოგადი ცნებების შესახებ, ისინი ასევე გაივლიან ერთ ზოგად გასაუბრებას, მათ შორის ინგლისურ ენაში B1 დონეზე.

 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:

                  599-54-09-59 ვაჟა ლორთქიფანიძე

                  266-35-00 ანზორ სახვაძე

 

მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ გაიმართება ღია კარის დღე: 24 აგვისტოს 12.00 საათზე და 27 აგვისტოს 12.00 საათზე.

ჩვენი ZOOM მისამართია: Vazha Lordkipanidze ID 859 540 7126

                          პაროლი X12XJg

თარიღი: 20/08/2021