საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"დაჩის ზღაპრების" სამყაროში

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მწერალ ოტია იოსელიანის  „დაჩის ზღაპრების“ პოპულარიზაციის მიზნით   ღონისძიება „სტუმრად დაჩის სამყაროში“გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამა  „საბიბლიოთეკოს საქმის“  სტუდენტებისა და თსუ-ს  ბიბლიოთეკის  ორგანიზებით ჩატარდა.

 

“დაჩის ზღაპრები” იმ გრძნობებით სავსე წიგნია, რომელიც მარადიულ თემებს ეხმიანება: ოჯახი, დედა-შვილობა, მეგობრობა, ერთგულება. დაჩის ზღაპრები წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდია. ღონისძიების დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნაწარმოებიდან რამდენიმე ნაწყვეტი მოესმინათ. 

 

ღონისძიებას  ახალი ქართული სკოლისა და მე-8 საჯარო სკოლის III-V კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, რომელთაც მწერალ ოტია იოსელიანის შთამომავლებმა,   უმცროსმა ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილმა, რომლებისგანაც საჩუქრად "დაჩის ზღაპრების" რამდენიმე ეგზემპლარი თსუ ბიბლიოთეკას გადაეცა.

თარიღი: 22/11/2023