საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2023 წლის 29 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით  ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით.

 

https://forms.gle/Qwb6rudRbkjenRZP6

კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და  მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის კი სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებით ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა შეადგენს 150 ლარს. რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 98 00 97 ან +995 558 55 31 24

 

 

თარიღი: 27/08/2023