მიმდინარეობს საბუთების მიღება თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის განკუთვნილ გერმანულენოვან ერთწლიან თანმხლებ სასწავლო პროგრამაზე "გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება", რომელიც ერთობლივად ხორციელდება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
აღნიშნული პროგრამის კურიკულუმი მოიცავს როგორც სემინარებსა და პრაქტიკულ კურსებს გერმანულ ენაზე სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ვორქშოფებსა და ექვსკვირიან სტაჟირებას გერმანულენოვან კომპანიაში ან დაწესებულებაში.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 14 ივლისი
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის 4 ივლისს დაგეგმილია ვირტუალური ღია კარის დღე, რომელიც საღამოს 18.00 საათზე Webex-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება.
ღია კარის დღეზე დასწრებისათვის საჭირო ბმული იხილეთ აქ.