ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სწავლას გააგრძელებს 44 უცხოელი გაცვლითი სტუდენტი ევროპის სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტიდან.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საფეხმავლო ტური უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ძველი თბილისის უბნები, გაეცნენ ქალაქის ისტორიასა და კულტურას.