საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ანისი და საქართველო"-ნარკვევები, მასალები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ძალებით  სამტომეული; „ანისი და საქართველო. ნარკვევები, მასალები“ გამოიცა. სამტომეულში თავმოყრილია ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 2016-2018 წლებში განხორციელებული  პროექტის შედეგები, რომლის მიზანიც   ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს მომცველობით წარმოჩენა გახლდათ. პროექტის ფარგლებში შესწავლილია ანის-შრაკის გარემოში  არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეებიც.

პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრისა გარემოს სურათს, ამასთანავე ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მიმართებებს მათთან, საზოგადოდ - ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე, თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი.

სამტომეული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

დამატებითი ინფორმაცია სამტომეულის შესახებ იხილეთ ბმულზე.

თარიღი: 02/02/2021