საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა 14-15 დეკემბერს უმასპინძლა აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებს.

 

14 დეკემბერს სტუმრები ეწვივნენ უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორია და მოინახულეს მუზეუმი. ამავე დღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზესის ფაკულტეტზე დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკურ-სოციალური საკითხები. ამასთან, აზერბაიჯანელმა სტუმრებმა წარმოიადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: 

ნასიმი აჰმადოვი: აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის რესურსების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებები. 2. ელნურ ზეინალოვი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების საფუძვლები და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. 3. გულნარა ფატალიევა: აზერბაიჯანისა და მეზობელი ქვეყნების პოზიციის შედარებითი ანალიზი Govtech Maturity Index-ში. 4. მალაკ ალიევა: ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც არასამთავრობო სოციალური დაზღვევა. 5. ისგანდარ ბაბაზადე: უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ეკონომიკური გავლენა კავკასიის ქვეყნებზე: მოკლევადიანი სარგებელი და გრძელვადიანი გამოწვევები. 6. ანვარ ისმაილი: პოსტკონფლიქტური ტერიტორიების რეაბილიტაცია სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის ამჟამინდელი გამოცდილება. 7. მურად ფარაჯოვი: აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ისტორიული მიმოხილვა. ერთობლივად განხორციელებული ეკონომიკური პროექტების როლი.

 

15 დეკემბერს აზერბაიჯანელი წარმომადგენლები შეუერთდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო კვლევით შემაჯამებელ პრეზენტაციებს, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.

თარიღი: 16/12/2023