სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/news/2107/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №240/01-01, 11.08.2022)
მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება (10 საათიდან - 17:00 საათამდე) – 9– 13 სექტემბერი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 16 სექტემბერი;
- სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 19-20 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 21 სექტემბერი;
- მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა - 22 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები:
- გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 14 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 16 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება –16 სექტემბერი;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №207; N303 ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -6220).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №309; ტელ.: (+995 32)2 25 04 84 (შიდა -9740).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -8521; 8524; 8525; 8530).
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძისგამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223; 3224).
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი №330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1921;