საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2014-2015 სასწავლო წელი

2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები განსაზღვრულია. შემოდგომის სემესტრში სააუდიტორიო მეცადინეობები ბაკალავრიატში 15 სექტემბერს დაიწყება და 27 დეკემბრამდე გასტანს. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი სწავლა 29 სექტემბერს დაიწყება და 17 იანვარს დასრულდება.

შიდა მობილობის მსურველთათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადად - 21 - 27 აგვისტო განისაზღვრა. მანამდე,  18 - 20 აგვისტოს, მობილობის ელექტრონულ პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილები განთავსდება. შიდა მობილობის შედეგები  ელექტრონულ პორტალზე  29 აგვისტოს გამოქვეყნდება.

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის  www.eqe.ge საშუალებით  მოიპოვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება ( გარე მობილობა), მომართავენ უნივერსიტეტს 26 აგვისტო-1 სექტემბერის ვადაში.


სიახლეები 2014-2015 სასწავლო წლისთვის:

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
სასწავლო პროცესის ვადები
შიდა მობილობა
გარე მობილობა
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!
თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!



თარიღი: 01/05/2018