საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ღია მეცნიერების ფორუმი“

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ "ღია მეცნიერების ფორუმს“ უმასპინძლა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით გაიმართა.


„ღია მეცნიერების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის მართვის საბჭოს წევრებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და განიხილეს ღია მეცნიერების ეროვნული პლატფორმის შექმნის პერსპექტივები. ფორუმი ასევე ითვალისწინებდა EOSC-ის ელჩებისთვის ტრენინგის ჩატარებას, სადაც ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან თავსებადი პლატფორმების შემქმნელებმა და ექსპერტებმა ევროპიდან მათ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

თარიღი: 15/11/2022