საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით: 

 

 ტრენინგის თემატიკა:

 ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების ტექნიკა და ფორმები;

პედაგოგი: ანა ტივაძე, მარიკა ჟორჟოლიანი

ციტირების სტილები (APA, CHICAGO)

პედაგოგი: ნატალი გიორგობიანი 

პროგრამა Mendeley  -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება 

პედაგოგი: ნატალი გიორგობიანი

რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;

 Turnitin-ის გამოყენება;

პედაგოგი: თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე

  

ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 21 და 22 ოქტომბერს 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე.

 

21 ოქტომბერს ტრენინგი ჩატარდება თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

მის.: მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3,  http://www.sciencelib.ge/node/64

 

22 ოქტომბერს შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით (რეკივიზიტები რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირად შეტყობინებაში). 

 

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

 

 

 

თარიღი: 17/10/2022