საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019

26-28 სექტემბერს, 09.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს. აკად. ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში. 
საეთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობას მიიღებენ  10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. 
დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავს გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.  
კონფერენციას ორგანიზაციულ მხარდაჭერას უცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სთავაზობს აქტიური ჩართვის საშუალებას. ეს ფორუმი  მათთვის იქნება გამორჩეული შესაძლებლობების, რადგან  მიეცემათ საშუალება ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს. კონფერენციაში მონაწილეობისათვის არ მოითხოვება რეგისტრაციის საფასური. დასწრება თავისუფალია. 

კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ: 



თარიღი: 19/09/2019