საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

21-22 მარტი, ღია კარის დღე თსუ-ში!

მოინიშნე 21-22 მარტი კალენდარში, ღია კარის დღე თსუ-ში!

 

ღონისძიებაზე გაიგებ შენთვის საინტერესო ინფორმაციას!    გარდა საინფორმაციო შეხვედრისა, ღია კარის დღეზე დაათვალიერებ სასწავლო და სტუდენტურ სივრცეებს, ლაბორატორიებს, მიიღებ საინტერესო ინფორმაციას შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

 

შეარჩიე შენთვის საინტერესო ტური და დარეგისტრირდი!

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი- 21 მარტი (ხუთშაბათი) 12:00 საათი 

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

 

  1. მათემატიკა
  2. ფიზიკა
  3. ქიმია
  4. ბიოლოგია
  5. კომპიუტერული მეცნიერება
  6. გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია
  7. გეოგრაფია
  8. გეოლოგია
  9. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
  10. ეკოლოგია
  11. გაერთიანებული მიღება: ა)კომპიუტერული მეცნიერება, ბ)კომპიუტერული მეცნიერება (ფრანგულ-ქართული), გ) მათემატიკა, დ) ფიზიკა, ე)ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
  12. კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)
  13. კომპიუტერული მეცნიერება (ფრანგულ-ქართული)
  14. ქიმია (ინგლისურენოვანი)
  15. გაერთიანებული მიღება: ა) ქიმია, ბ) ბიოლოგია
  16. გაერთიანებული მიღება: ა) გეოგრაფია, ბ) გეოლოგია

 

ტურის ფარგლებში შენ შეძლებ მოინახულო თსუ პლანეტარიუმი, ობსერვატორია, ქიმიის ლაბორატორიები და მოისმინო საინტერესო ამბები პროგრამების შესახებ.

შეხვედრის  ადგილი - თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ მეორე კორპუსი, პლანეტარიუმი.

 

 

იურიდიული ფაკულტეტი-21 მარტი (ხუთშაბათი) -11:00 საათი

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

  1. სამართალი
  2. საერთაშორისო სამართალი
  3. ევროპისმცოდნეობა

შენ შეძლებ მოინახულო იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და  მიიღო ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სტაჟირებისა და დასაქმების შესახებ. თსუ პროფესორის ლექცია.

 

შეხვედრის ადგილი -   თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, 06-ე აუდიტორია

 

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი-21 მარტი (ხუთშაბათი)  14:00 საათი

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

 

  1. ფსიქოლოგია
  2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  3. მულტილინგვური განათლება - დაწყებითი განათლების საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  4. ოკუპაციური თერაპია

 

გაიგე შენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი; მიიღე მონაწილეობა ექსპერიმენტებში; გაიგე ინფორმაცია ფაკულტეტზე მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის, პრაქტიკისა და დასაქმების შესახებ.

 

შეხვედრის ადგილი-  თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მესამე კორპუსი,304 აუდიტორია

 

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -21 მარტი (ხუთშაბათი)  16:00 საათი

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

 

  1. ეკონომიკა
  2. ბიზნესის ადმინისტრირება
  3. ტურიზმი
  4. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა - ეკონომიკა (ინგლისურენოვანი)

 

მოინახულე ბლუმბერგის ლაბორატორია,  მიიღე ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტაჟირებაზე, დასაქმებასა და  იმ   სერვისებზე, რომელსაც უნივერსიტეტი გთავაზობს.

 

შეხვედრის ადგილი - თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია 206.

 

 

 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტი- 22 მარტი (პარასკევი) 11:00 საათი

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

 

  1. გაერთიანებული მიღება:  ა) სოციოლოგია,
  2. ბ) სოციალური მუშაობა 
  3. მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია
  4. პოლიტიკის მეცნიერება
  5. საერთაშორისო ურთიერთობები
  6. ჟურნალისტიკა
  7. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (რუსულენოვანი)

 

 

           მოისმინე ინფორმაცია ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებზე,  დაათვალიერე თსუ მულტიმედია ცენტრი, გაეცანი სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს.

შეხვედრის ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1,თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა

 

 

მედიცინის ფაკულტეტი 22 მარტი (პარასკევი) 13:00

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

  1. მედიცინა
  2. მედიცინა (ინგლისურენოვანი)
  3. სტომატოლოგია

 

მიიიღე ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სამედიცინო პრაქტიკის, წამყვან კლინიკებში სტაჟირების შესახებ, დაათვალიერე თსუ კლინიკური უნარების ცენტრი და სტომატოლოგიური კლინიკა.

 

შეხვედრის ადგილი - თბილისი,  ბელიაშვილის ქ. 78 (დიღმის მასივი), თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი, აუდიტორია 201.

 

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 13:30 საათი

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

 

  1. ქართული ფილოლოგია
  2. ისტორია
  3. არქეოლოგია
  4. ფილოსოფია
  5. გაერთიანებული მიღება: ა) ეთნოლოგია, ბ) ისტორია, გ) არაბისტიკა, დ) ირანისტიკა, ე) თურქოლოგია ვ) ებრაისტიკა, ზ) არმენოლოგია, თ) ასირიოლოგია, ი) შორეული აღმოსავლეთი. იაპონისტიკა, კ) შორეული აღმოსავლეთი. სინოლოგია, ლ) ქართული ფილოლოგია, მ) ინგლისური ფილოლოგია, ნ) გერმანული ფილოლოგია, ო) ფრანგული ფილოლოგია, პ) ესპანისტიკა, ჟ) იტალიანისტიკა , რ) კლასიკური ფილოლოგია, ს) ბიზანტიური ფილოლოგია, ტ) ახალი ბერძნული ფილოლოგია, უ) რუსული ფილოლოგია (ქართულენოვანი), ფ) სკანდინავიური ფილოლოგია
  6. ხელოვნებათმცოდნეობა
  7. სახვითი ხელოვნება
  8. კულტურის კვლევები
  9. ამერიკისმცოდნეობა
  10. კავკასიოლოგია
  11. კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)
  12. რუსული ფილოლოგია (რუსულენოვანი)

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის/აფხაზურენოვანთათვის/ოსურენოვანთათვის (1+4 პროგრამა)

თუ გაინტერესებს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი პროგრამები, სასწავლო პროცესი, პრაქტიკული კომპონენტი, მაშინ ეს ტური შენთვისაა! ღონისძიებაზე მოისმენ ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ფაკულტეტი გთავაზობს. ტურის ფარგლებში შეგიძლია მოინახულო თსუ არქეოლოგიის მუზეუმი და გაეცნო ყველა იმ პროგრამის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გთავაზობს.

 

შეხვედრის ადგილი: თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული,  მუზეუმი.

 

იხილეთ რეგისტრაციის ბმული

 

თარიღი: 15/03/2024