თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მწერალ ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრების“ პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება „სტუმრად დაჩის სამყაროში“გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამა „საბიბლიოთეკოს საქმის“ სტუდენტებისა და თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
“დაჩის ზღაპრები” იმ გრძნობებით სავსე წიგნია, რომელიც მარადიულ თემებს ეხმიანება: ოჯახი, დედა-შვილობა, მეგობრობა, ერთგულება. დაჩის ზღაპრები წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდია. ღონისძიების დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნაწარმოებიდან რამდენიმე ნაწყვეტი მოესმინათ.
ღონისძიებას ახალი ქართული სკოლისა და მე-8 საჯარო სკოლის III-V კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, რომელთაც მწერალ ოტია იოსელიანის შთამომავლებმა, უმცროსმა ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილმა, რომლებისგანაც საჩუქრად "დაჩის ზღაპრების" რამდენიმე ეგზემპლარი თსუ ბიბლიოთეკას გადაეცა.