საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,თსუ სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,თსუ სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის” გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების პროექტი ,,თსუ სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია” წარმატებით ჩატარდა 2017 წლის 20-27 ნოემბერს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 414 სტუდენტმა (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი), სულ იმუშავა 44 დარგობრივმა სექციამ და ფაკულტეტების არჩეულმა ჟიურიმ. ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 198 თსუ პროფესორმა, რომლებმაც კონკურენციის პირობებში გამოავლინეს 150-მდე გამარჯვებული სტუდენტი (I, II, III ადგილები).  დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებულ სტუდენტებს და მათ მეცნიერ-ხელმძღვანელებს სიგელები გადაეცემათ.

თარიღი: 02/03/2018