საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურ-ლიტერატურული კონკურსი "ლეგენდა" იწყება

თუ გიყვარს ლიტერატურა და წერ, შენი აღმოჩენის დროა.  ლიტერატურულ სტუდენტურ კონკურსში "ლეგენდა" მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

 

კონკურსი ორ ეტაპად ტარდება:

 

შიდა შესარჩევი ტური

 

მონაწილეობის მსურველმა ლეგენდის აპლიკაცია უნდა შეავსოთ 26 ოქტომბრამდე:

 გამოაგზავნე ბმულზე https://forms.gle/kqgNvGFo9c7B8BCB8, გამოაგზავნე პროზაული ნაშრომი (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდი; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.

 

იმპროვიზაციული ტური

 

შესარჩევ ტურში ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს ლიტერატურული ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს. ლიტერატურული ჟიური 5-6 წევრისგან შედგება, ჟიურის მუდმივი წევრები არიან: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი, ყოველ წელს ლეგენდის ჟიურის ახალი წევრები - ცნობილი ქართველი მწერლები ემატებიან.

 

2025 წლის ლეგენდას ისევ ევროპული შატო საქართველოში - „ჰამო მუხრანი“ უმასპინძლებს.

 

კონკურსის საპრიზო ფონდი:

 

I ადგილი – 1500 ლარი და კონკურსის სიმბოლო

II ადგილი – 1000 ლარი

III ადგილი – 700 ლარი

თარიღი: 06/10/2025