თუ გიყვარს ლიტერატურა და წერ, შენი აღმოჩენის დროა. ლიტერატურულ სტუდენტურ კონკურსში "ლეგენდა" მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
კონკურსი ორ ეტაპად ტარდება:
შიდა შესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველმა ლეგენდის აპლიკაცია უნდა შეავსოთ 26 ოქტომბრამდე:
გამოაგზავნე ბმულზე https://forms.gle/kqgNvGFo9c7B8BCB8, გამოაგზავნე პროზაული ნაშრომი (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდი; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
იმპროვიზაციული ტური
შესარჩევ ტურში ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს ლიტერატურული ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს. ლიტერატურული ჟიური 5-6 წევრისგან შედგება, ჟიურის მუდმივი წევრები არიან: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი, ყოველ წელს ლეგენდის ჟიურის ახალი წევრები - ცნობილი ქართველი მწერლები ემატებიან.
2025 წლის ლეგენდას ისევ ევროპული შატო საქართველოში - „ჰამო მუხრანი“ უმასპინძლებს.
კონკურსის საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 1500 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 1000 ლარი
III ადგილი – 700 ლარი