10 თებერვალს იწურება თსუ სტუდენტური პროექტების მიღების პირველი ეტაპის ვადა. შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა (იხილეთ დღეისათვის მოქმედი წესი: ბრძანება N: 24/02-01).
გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან წარმოდგენილი. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრამდე შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.