თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საგანმანათლებლო პროგრამებთან და პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად, თსუ-ს შემეცნებით-გასართობმა აქტივობებმა გორის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, ბიოლოგიური ექსპერიმენტები, შემეცნებითი ვიქტორინები და სახალისო თამაშები შესთავაზა თსუ-მ ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს.
თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ვიქტორინებსა და სახალისო თამაშებში გამარჯვებულები დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
გორში წარმოდგენილი თსუ სტენდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაათვალიერა.