Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საგანმანათლებლო პროგრამებთან და პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად, თსუ-ს შემეცნებით-გასართობმა აქტივობებმა გორის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, ბიოლოგიური ექსპერიმენტები, შემეცნებითი ვიქტორინები და სახალისო თამაშები შესთავაზა თსუ-მ ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს.

 

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ვიქტორინებსა და სახალისო თამაშებში გამარჯვებულები დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

გორში წარმოდგენილი თსუ სტენდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაათვალიერა.