საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრია

მიმდინარე წლის 29 მაისს ნიუ-ორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შედგა არჩევნები, რომლის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტანტინე კორკელია აირჩიეს  გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის (CCPR) წევრად. იგი უფლებამოსილებას  განხორციელებას 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგება და 2028 წლის 31 დეკემბრს დაასრულებს.

 

კონსტანტინე კორკელიას აქვს მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში. არის ავტორი არაერთი მეცნიერული ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

 

ინფორმაციისთვის: 29 მაისს შედგა ადამიანის უფლებათა კომიტეტის 9 წევრი არჩევა მთელი მსოფლიოდან (კომიტეტი შედგება 18 წევრისგან). კომიტეტი დაარსებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის საფუძველზე. კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილი სახელმწიფო ანგარიშებისა და ინდივიდუალური კომუნიკაციების (სარჩელების) განხილვა.

თარიღი: 05/06/2024