7 აპრილს, კასპის მუნიციპალიტეტის, მეტეხის მე-2 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის SPG-25-652-ის "ქიმია მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში" ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება.
სკოლის დირექტორის გიორგი ბუდაღაშვილის და ექიმის ლია მარქარაშვილის ორგანიზებით. ჩატარდა სახალისო ლექცია ქიმიის მნიშვნელობაზე, ქიმია და მედიცინა, სახალისო ექსპერიმენტები: ვულკანი, უალკოჰლო სასმელების დამზადება, ყვავილების შეფერადება, რძეზე ხატვა და ა.შ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში.