თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების მიერ 12 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშას სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებით ღონისძება ჩატარდა. მისი მიზანი, ქიმიის, როგორც მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, სკოლის მოსწავლეებისთვის გაცნობის შესაძლებლობა, ცოდნის გამოყენების უნარის, მათ შორის მეცნიერების მომიჯნავე დარგებში, განვითარება გახლდათ.
სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში, დასწრებოდნენ საინტერესო ლექციას და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს. ღონისძიებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიების ორგანიზატორთა შეფასებით, მსგავსი აქტოვობები დაეხმარება მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში ასარჩევად.
ღონისძიება ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-25-652 “ ფარგლებში.