ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 სტუდენტი ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რვაკვირიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ, დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
შეხვედრას თსუ-ის რექტორი, აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰარვი სერნოვიცი და განათლების პროგრამების კოორდინატორი სოფო ბზიშვილი, პროგრამის მონაწილე სტუდენტები ესწრებოდნენ, ხოლო ამერიკელმა კოორდინატორებმა პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში წარადგინეს.
პროექტში ჩართულია თსუ-ს სამი ფაკულტეტი: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე წელს პირველად - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ამ პროგრამის ფარგლებში თსუ-ის უკვე 12 სტუდენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება.