დასაქმების ახალი შესაძლებლობები თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო "ეიჩარი-ს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების სააგენტო "ეიჩარი"თსუ-ს სტუდენტებს შესთავაზებს სტუდენტურ ვაკანსიებს, ამასთან პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების შევსებაში, მათი მონაცემების დასაქმების ბაზაში განთავსებაში, რომელთანაც წვდომა 30 000-ზე მეტ დამსაქმებელს აქვს.
ღონისძიებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.