Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი დასაქმების სააგენტო "ეიჩართან"

დასაქმების ახალი შესაძლებლობები თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო "ეიჩარი-ს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების სააგენტო "ეიჩარი"თსუ-ს სტუდენტებს შესთავაზებს სტუდენტურ ვაკანსიებს, ამასთან პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების შევსებაში, მათი მონაცემების დასაქმების ბაზაში განთავსებაში, რომელთანაც წვდომა 30 000-ზე მეტ დამსაქმებელს აქვს.

 

ღონისძიებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.