2022 წლის 17 თებერვალს ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტი ატარებს ვებინარს, რომლის მიზანია მასწავლებელთა რეფლექსიის ინსტრუმენტის გაცნობა. აღნიშნული ინსტრუმენტი შემუშავდა ევროსაბჭოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სახელმძღვანელო ჩარჩო დოკუმენტის ბაზაზე.
- თუ თქვენ სკოლაში აწყდებით ბულინგთან, სტერეოტიპებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
- თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი მოსწავლეები უფრო თანამშრომლობდნენ და ნაკლებად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს;
- თუ ფიქრობთ, რომ ყოველთვის ვერ აწვდენთ ხმას თქვენ მოსწავლეებს გაკვეთილებზე ურთიერთობისას;
ამ სირთულეების გადაჭრის გზაზე, მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტი კარგ მეგზურობას გაუწევს მათ, ვისთვისაც ეს კითხვები ნაცნობია.
აღნიშნული ვებინარი ჩატარდება 2022 წლის 17 თებერვალს, ევროპის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე. ვებინარზე პრეზენტაციების სახით მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტის შემუშავება; რა არის ამ ინსტრუმენტის ძირითადი მახასიათებლები და როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე, ევროსაბჭოს ონლაინ პლატფორმის Blue Jeans Events-ის მეშვეობით. ვებინარზე მონაწილეობისათვის, საჭიროა ონლაინ ბმულზე დარეგისტრირება.