საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია

"ფილოლოგია არ არის განებივრებული აღმოჩენებით, მაგრამ ეს არ ეხება პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძეს, რომელიც გვანებივრებს აღმოჩენებით,"- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა თსუ პროფესორის ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციაზე. 

 

„ლექცია ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“ ბიზანტიურ - ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ეფთვიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის - მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში; და მომხსენებლის მიერ ბარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც ბიზანტინოლოგიაში თხზულების ავტორად იყო მიჩნეული, ვინაობის დადგენას შეეხებოდა.

 

საჯარო ლექცია ტარდება  რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001)  ფარგლებში გაიმართა.
 

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციის შემსწავლელი კომისიის ორგანიზებით შედგა. 

თარიღი: 17/03/2023