ევროკავშირის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა გაიმარჯვა. კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები: ეკატერინე პატეიშვილი, ნიკოლოზ გელოვანი, დავით ჭყოიძე, სოფო ჭყოიძე არიან.
შეჯიბრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა და მისი მიზანი ევროკავშირის სამართლისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ სტუდენტებში ცოდნის გაღრმავებაა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს საქართველოს 16 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. წლევანდელი ღონისძიების ფინალურ ეტაპს ევროპის დღეების ფარგლებში - 9 და 10 მაისს, კვლავაც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა.