ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საუნივერსიტეტო შიდა სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე.
საუნივერსიტეტო შიდა სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები მოიცავს:
1. უცხო ენა
- უცხო ენა (ინგლისური) B1 დონე; (მიღება ტესტირების საფუძველზე)
- უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე;(მიღება ტესტირების საფუძველზე)
თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 60 ასტრონომიული საათი;
თითოეული კურსის ღირებულება - 600 ლარი;
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომელთა შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის - 500 ლარი;
რეგისტრაციის ვადა: 16 მაისამდე;
სწავლის დაწყების თარიღი: 20 მაისიდან.
2. სამართლის მიმართულება - კაზუსის ამოხსნა:
- კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში;
- კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში;
- კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა კერძო სამართალში;
- საჯარო სამართლის მიმართულებით - კონსტიტუციური სამართალი;
თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 30 ასტრონომიული საათი;
თითოეული კურსის ღირებულება - 500 ლარი;
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის თითოეული კურსის ღირებულება - 400 ლარი;
რეგისტრაციის ვადა: 20 მაისამდე;
სწავლის დაწყების თარიღი: 24 მაისიდან.
დადგინდა შეღავათები:
სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის კანდიდატების მოსამზადებლად კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში,მსმენელის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში,მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
კურსზე დარეგისტრირების შემდეგ უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- თსუ-ის სტუდენტებმა: შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- თსუ -ის კურსდამთავრებულებმა: დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- თსუ-ის თანამშრომლებმა: უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
- თსუ-ის თანამშრომელთა შვილებმა (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში): მშობლის თსუ-ში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.
(პირადობის მოწმობის ასლი სავალდებულოა. ასევე დანარჩენი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა , რათა ისარგებლოთ შეღავათით საფასურის გადახდისას).
საფასურის გადახდის წესი:
გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე.
დეტალური ინფორმაციისა და შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ასმათ გოდერძიშვილს
საკონტაქტო: 555603080; 599318133);
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge; registration@tsu.ge.
ან ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე F: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - TSU Center for Lifelong Learning
კურსებზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.