Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრძელდება აბიტურიენტთა მიღება საუნივერსიტეტო შიდა სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საუნივერსიტეტო შიდა სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე.
 
საუნივერსიტეტო შიდა სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები მოიცავს:


1.   უცხო ენა

  • უცხო ენა (ინგლისური) B1 დონე; (მიღება ტესტირების საფუძველზე)
  • უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე;(მიღება ტესტირების საფუძველზე)

თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 60 ასტრონომიული საათი;
თითოეული  კურსის ღირებულება - 600 ლარი;


თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომელთა შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის - 500 ლარი;


რეგისტრაციის ვადა: 16 მაისამდე;
სწავლის დაწყების თარიღი: 20 მაისიდან.

 

2.   სამართლის მიმართულება - კაზუსის ამოხსნა:

  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში;
  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ  სამართალში;
  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა კერძო სამართალში;
  • საჯარო სამართლის მიმართულებით - კონსტიტუციური   სამართალი;

თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 30 ასტრონომიული საათი;
თითოეული კურსის ღირებულება - 500 ლარი;


თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის თითოეული კურსის ღირებულება - 400 ლარი;


რეგისტრაციის ვადა: 20 მაისამდე;
სწავლის დაწყების თარიღი: 24 მაისიდან.

 

დადგინდა შეღავათები:
სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის კანდიდატების მოსამზადებლად კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში,მსმენელის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში,მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.

 

კურსზე დარეგისტრირების შემდეგ უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
  • თსუ-ის სტუდენტებმა: შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  • თსუ -ის კურსდამთავრებულებმა: დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • თსუ-ის თანამშრომლებმა: უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
  • თსუ-ის თანამშრომელთა შვილებმა (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში): მშობლის თსუ-ში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.

(პირადობის მოწმობის ასლი სავალდებულოა. ასევე დანარჩენი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა , რათა ისარგებლოთ შეღავათით საფასურის გადახდისას).
 
საფასურის გადახდის წესი:
გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე.

 

დეტალური ინფორმაციისა და  შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:  
ასმათ გოდერძიშვილს 
საკონტაქტო: 555603080; 599318133);
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge; registration@tsu.ge.
 

ან ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე F: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - TSU Center for Lifelong Learning 

 

კურსებზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.