ვერცხლის შიგნიდან მოოქროვილი წარწერით: ,,ბატონო გიორგი! თქვენის პატივისმცემელი და ერთგული მოწაფის სერგი ჟღენტის ოჯახი გულით გილოცავთ 90 წლისთავს. იცოცხლეთ, მრავალჟამიერ, ჩვენი პატარა ერის საკეთილდღეოდ. ეს იყო სერგის სპეტაკი გულის წადილი. 5 ივნისი, 1967 წელი". შემოსულია ოჯახიდან.
მწვანე ფერის საფერფლე ჯამი, მოთავსებულია მინიატურული ცხენის ზურგზე. ეკუთვნოდა ახვლედიანს, შემოიტანა ოჯახმა.
ვერცხლის ჭიქა ინკრუსტირებული, მცენარეული ორნამენტით. ძირზე წარწერით ,,პატივცემულ ბატონ გიორგის როზასაგან". გადმოეცა ოჯახიდან მუზეუმს.
კერამიკული ვაზა, გიორგი ახვლედიანის გამოსახულებით. ვაზა ოქროსფრად ორნამენტირებული უკანა მხარეს წარწერით. ,,დიდ ქართველს გ.ს. ახვლედიანს 70 წლისთავის გამო". გრიშა, ალექსი.
ყავისფერი ჩანთა ლითონის შესაკრავით, შიდა ორი განყოფილებით და ჯიბით. ეკუთვნოდა გიორგი ახვლედიანს.
მოყვითალო ფერის, სწორი ყუნწით (15OსმX8Xყუნწი11,5სმ). ნიკო კეცხოველის ნაქონი, ბოტანიკის ინსტიტუტი.
ცხოველთა აღგზნებადობის შემსწავლელი ხელსაწყო, საათის მექანიზმის მოწყობილობით (ხის სადგამი) 30X24სმ და ზევით 18,5)ბერიტაშვილის დროინდელი. გადმოსცა მუზეუმს ფიზიოლოგიის მიმართულებამ.
მაგიდის საათი, ეკუთვნოდა გ. ახვლედიანს სასაჩუქრე ლითონის ფირფიტით ,,ძვირფასს საყვარელ გიორგის, თეატრალური ინსტიტუტი".
მინიატურული გემის კომპოზიცია, სადგარზე აფრებით (დამზადებული რქისგან) ეკუთვნოდა კეცხოველს. ბოტანიკის ინსტიტუტი.
საფერფლე კერამიკის, მოჭიქული ორნამენტირებული ეკუთვნოდა ნიკო კეცხოველს. ბოტანიკის ინსტიტუტი.