საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

წიგნის დაჯავშნა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს (არა გარედან მოსულ მკითხველებს) შესაძლებლობა აქვთ დაჯავშნონ სასურველი წიგნი ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილებაში ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად. ორივე შემთხვევაში სასურველია მკითხველმა მოძებნოს სასურველი წიგნი ბიბლიოთეკის ცენტრალურ კატალოგში https://evergreen.tsu.ge და ამოიწეროს გამოცემის ზუსტი ბიბლიოგრაფიული მონაცემები, რომლებსაც დაჯავშნისას გამოიყენებს. გაითვალისწინეთ, რომ ცენტრალურ კატალოგში წიგნის არარსებობა არ გამორიცხავს წიგნის მოპოვებას შესაძლებლობას თსუ-ს ბიბლიოთეკის ფონდში. საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის (ადგილზე, ან ელ-ფოსტის მეშვეობით) მკითხველს შემდეგ ინფორმაციას: ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით. აბონემენტის განყოფილებაში დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში. ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობის ადგილისა და ვადების შესახებ მკითხველი ინფორმაციას იღებს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ-ფოსტის საშუალებით (შესავსები ფორმის აუცილებელი ველი). წიგნის ელექტრონულად დაჯავშნისთვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონულად დაჯავშნის ფორმა.

ელექტრონულად დაჯავშნის ფორმა