საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანზორ ტყემალაძე
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1936

მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ტყემალაძე ანზორ დაიბადა 1936 წელს ჭიათურის სოფელ მუხუროთუბანში

1963 წელს დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი .

1966 წელს - ასპირანტურა ესთეტიკის სპეციალობით.

1966 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; იყო კათედრის დოცენტი, პროფესორი;

1989-1999 წწ.იყო თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის  კათედრის გამგე.

ანზორ ტყემალაძის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის სფეროს წარმოადგენდა ესთეტიკის, კულტურის ფილოსოფიისა და აქსიოლოგიის პრობლემების შესწავლა .

იგი არის სამი მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986) ანზორ ტყემალაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის  საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.  მრავალი სამეცნიერო სტატიის და სახელმძღვანელოს ავტორი:

1. ესთეტიკა  (სახელმძღვანელო)  ნაწ. 1, ესთეტიკა, როგორც მეცნიერება. - თბილისი, 2000. - 194გვ.(ავტორი). 

2. ესთეტიკური მსჯელობის შესახებ. (ავტორი)  თბილისი, თსუ-ს გამ-ბა, 1968. - 46გვ.

თარიღი: 27/11/2024
კატეგორია: ფილოსოფოსი