ანზორ ტყემალაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1936
მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი
ტყემალაძე ანზორ დაიბადა 1936 წელს ჭიათურის სოფელ მუხუროთუბანში
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი .
1966 წელს - ასპირანტურა ესთეტიკის სპეციალობით.
1966 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; იყო კათედრის დოცენტი, პროფესორი;
1989-1999 წწ.იყო თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის კათედრის გამგე.
ანზორ ტყემალაძის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის სფეროს წარმოადგენდა ესთეტიკის, კულტურის ფილოსოფიისა და აქსიოლოგიის პრობლემების შესწავლა .
იგი არის სამი მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986) ანზორ ტყემალაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მრავალი სამეცნიერო სტატიის და სახელმძღვანელოს ავტორი:
1. ესთეტიკა (სახელმძღვანელო) ნაწ. 1, ესთეტიკა, როგორც მეცნიერება. - თბილისი, 2000. - 194გვ.(ავტორი).
2. ესთეტიკური მსჯელობის შესახებ. (ავტორი) თბილისი, თსუ-ს გამ-ბა, 1968. - 46გვ.