საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით კერესელიძე
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1956

დაიბადა 1956 წელს, ქ. თბილისში.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.

1979-1981 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის კვლევით ინსტიტუტში.

1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს წყალსაცავების ხარისხის გამოკვლევა და პროგნოზირება“.

1994 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს წყალსაცავების ჰიდროეკოლოგიური პრობლემები“.

1986-1987 წლებში სტაჟირებას გადიოდა კიოტოს (იაპონია) უნივერსიტეტში მდინარეთა ჰიდრავლიკის კათედრაზე პროფ. იეასას ხელმძღვანელობით.

 1988 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტად, 1995 წლიდან პროფესორად; 2003 წლიდან იყო ფაკულტეტის დეკანი.

 გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო:

გეოგრაფია: თეორიული კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2015. - 251გვ.

საქართველოსა და მსოფლიოს გეოგრაფია: გეოგრაფიის სახელმძღვ. მერვეკლასელთათვის (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. – 320 გვ.

ჰიდროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 120გვ.

გლობალური პრობლემების გეოგრაფია : მასწავლებლის წიგნი : პილოტირებულია საქ. სკოლებში (თანაავტორი). - თბილისი, ქართული წიგნის სახლი, 2008. - 87გვ

თარიღი: 04/06/2021
კატეგორია: გეოგრაფი