დავით კერესელიძე
გეოგრაფი
date of birth 1956
დაიბადა 1956 წელს, ქ. თბილისში.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.
1979-1981 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის კვლევით ინსტიტუტში.
1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს წყალსაცავების ხარისხის გამოკვლევა და პროგნოზირება“.
1994 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს წყალსაცავების ჰიდროეკოლოგიური პრობლემები“.
1986-1987 წლებში სტაჟირებას გადიოდა კიოტოს (იაპონია) უნივერსიტეტში მდინარეთა ჰიდრავლიკის კათედრაზე პროფ. იეასას ხელმძღვანელობით.
1988 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტად, 1995 წლიდან პროფესორად; 2003 წლიდან იყო ფაკულტეტის დეკანი.
გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო:
გეოგრაფია: თეორიული კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2015. - 251გვ.
საქართველოსა და მსოფლიოს გეოგრაფია: გეოგრაფიის სახელმძღვ. მერვეკლასელთათვის (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. – 320 გვ.
ჰიდროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 120გვ.
გლობალური პრობლემების გეოგრაფია : მასწავლებლის წიგნი : პილოტირებულია საქ. სკოლებში (თანაავტორი). - თბილისი, ქართული წიგნის სახლი, 2008. - 87გვ