საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგალი თოდუა
მეცნიერი
დაბადების თარიღი 1927

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950-1961 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995 წლებში ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008 წლებში იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში" , 1967 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია".

შრომები

  • არმაღანი [კრებული]. წიგნი 4. თბ., 1988
  • არმაღანი. აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები. თბ., 1977
  • არმაღანი. თბ., 1965
  • ბაღდადელი თვალთმაქცი. რედ: თოდუა, მ. თბ., 1967 
  • ვეფხის ნახტომი ანუ რითი სჯობს რუსთაველი შექსპირისა და გოეთეს. / რედ: აკაკი შანიძე და სხვ. ქუთაისი: ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1993
  • ქართულ-სპარსული ეტიუდები. თბ., “მეცნიერება”, 1975
  • ქართულ-სპარსული ეტიუდები. თბ., “მეცნიერება”, 1971
  • ქილილა და დამანას ვახტანგ მეფისეული ქართული თარგმანის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მისი ორიგინალის ტექსტის დადგენის საქმეში. საქ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია / რედ: თ. შურღაია.თბ., “უნივერსალი”, 2009
  • “ქილილა და დამანას” საბასეული ვერსია. თბ., “მეცნიერება”. 1967

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: მეცნიერი