მაგალი თოდუა
მეცნიერი
date of birth 1927
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950-1961 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995 წლებში ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008 წლებში იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში" , 1967 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია".
შრომები
- არმაღანი [კრებული]. წიგნი 4. თბ., 1988
- არმაღანი. აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები. თბ., 1977
- არმაღანი. თბ., 1965
- ბაღდადელი თვალთმაქცი. რედ: თოდუა, მ. თბ., 1967
- ვეფხის ნახტომი ანუ რითი სჯობს რუსთაველი შექსპირისა და გოეთეს. / რედ: აკაკი შანიძე და სხვ. ქუთაისი: ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1993
- ქართულ-სპარსული ეტიუდები. თბ., “მეცნიერება”, 1975
- ქართულ-სპარსული ეტიუდები. თბ., “მეცნიერება”, 1971
- ქილილა და დამანას ვახტანგ მეფისეული ქართული თარგმანის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მისი ორიგინალის ტექსტის დადგენის საქმეში. საქ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია / რედ: თ. შურღაია.თბ., “უნივერსალი”, 2009
- “ქილილა და დამანას” საბასეული ვერსია. თბ., “მეცნიერება”. 1967