საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის 41–ე მუხლის ა) პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დაკმაყოფილდეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას განცხადება პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.


2.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: თსუ რექტორის გიორგი ხუბუას პირადი განცხადება (2010 წლის 13 აგვისტოს №19218/02)

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭო

სრულად

დადგენილება N: 87/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სადოქტორო პროგრამების „საერთაშორისო ურთიერთობები“ და „გენდერი“  დებულების (რეგულაციის) დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სადოქტორო პროგრამების „საერთაშორისო ურთიერთობები“ და „გენდერის კვლევა“ დებულება (რეგულაცია) (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 86/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო კურსების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო კურსები: სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია (დანართი 1), გამოყენებითი სტატისტიკის შესავალი (დანართი 2), სოციალური კვლევის მეთოდები (დანართი 3).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 85/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ორი სრული  პროფესორისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის  შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორებს – გიული ალასანიას და გურამ  გრიგოლიას.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

3. დადგენილება  გამოქვეყნდეს  საჯაროდ.


 
       საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის  განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 84/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ქვემიმართულებაზე  ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე–9 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010 წლის 10 მაისის  № 45/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ქვემიმართულებაზე  ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. გუგული მაღრაძე–სრული პროფესორი (თავმჯდომარე)
2. რევაზ ჯორბენაძე–ასოცირებული პროფესორი
3. ამირან ბერძენიშვილი–ასოცირებული პროფესორი
4. დალი ოსეფაშვილი –ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი)
5. მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 83/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის N124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის N124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1.    წესის მე–2 მუხლის 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2.1 თსუ–ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს, დიპლომირებულ სპეციალისტებსა და დიპლომირებულ მედიკოსებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა, გარდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 227–ე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“  განსაზღვრული შემთხვევებისა.“

 

2.    წესის მე–7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 7.21  პუნქტი:


„7.21  საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 ბალიანი სისტემით. უცხო ენის გამოცდა გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“

 

3.    წესის მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„10. მაგისტრატურაში ჩარიცხვა
10.1. კონკურსანთა ჩარიცხვა მაგისტრატურაში ხორციელდება საკონკურსო ქულის საფუძველზე. საკონკურსო ქულა გამოითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.2. მაგისტრანტობის კანდიდატსა და თსუ–ს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
10.3 ამ მუხლის 10.2–ე პუნქტით გათვალისწინებული პირების თაობაზე გამოიცემა რექტორის ბრძნება.“

 

4.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს  სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

5.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 82/2010

ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010  წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 59–ე და 63–ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები, ასევე, გასწორდეს ტექნიკური შეცდომა აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ  ,,ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესში“:

 

1.1  ამოღებულ იქნას მე–2 მუხლის მე–7 პუნქტი.


1.2  მე–7 მუხლის მე–2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ამ მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ–ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს შვიდი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას“.

 

1.3  ამოღებულ იქნას მე–8 მუხლის  1–ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.


1.4  მე–8 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ამ მუხლის 1–ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა ფაკულტეტის ან ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის უფლება“.

 

1.5  მე–9 მუხლის მე–10 პუნქტში შესწორდეს ტექნიკური შეცდომა, ნაცვლად „მე–7 პუნქტით დადგენილი ტარიფით“ იკითხებოდეს  „მე–8 მუხლით დადგენილი ტარიფით“.


1.6 შევიდეს ცვლილება მე–10 მუხლის მე–3 პუნქტში და 1.6.1.  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური 2010–2011 სასწავლო წლიდან განისაზღვრება:

 

ბაკალავრიატში – 750 ლარი
მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 1000 ლარი

 

1.6.2. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და შეადგენს: ბაკალავრიატში ყოველ კრედიტზე  –25 ლარს,  მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 35 ლარს“.

 

1.6.3. დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,გ“ქვეპუნქტი:

 

,,მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე–4  და მე–5 პუნქტებით განთვალისწინებულ შემთხვევებში სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება ჩარიცხვის წელს დადგენილი სემესტრული ტარიფით, ხოლო ერთი კრედიტის ღირებულება – დადგენილი სემესტრული გადასახადის პროპორციულად (სემესტრული გადასახადი გაყოფილი   30 კრედიტზე)“.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს  სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 81/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 29 მარტის №27/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნას:

 

თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების  მიმართულება:

 

თამაზ გამყრელიძე

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად აკადემიური პერსონალის  შესარჩევი საკონკურსო კომისიის 23. 06. 2010 წლის დასკვნა

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 80/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად კანდიდატის  შერჩევის  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე,


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეული იქნა:

 

                    რომან ხარბედია


II. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 79/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
19.12.2016, №153/2016 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 78/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
19.12.2016, №153/2016 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№18/2016, 17.02.2016 დადგენილებით


 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად, 


1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია (დანართი 1). (№18/2016, 17.02.2016)


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 78/2010

“2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში და ΙΙ მუხლის 1-ლი პუნქტის 1.4   ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.4.  სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 5 ივლისი, 14 – 22 ივლისი”.

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 77/2010

იურიდიულ ფაკულტეტზე ევროპულ ენაზე წაკითხული სალექციო კურსის ერთი აკადემიური საათის დატვირთვის ორ აკადემიურ საათად ჩათვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2009–2010 სასწავლო წელს ევროპულ ენაზე წაკითხული სალექციო კურსის ერთი აკადემიური საათის დატვირთვა ჩაითვალოს ორ აკადემიურ საათად.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 76/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 23 მარტის  №23/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნას:

 

ქართული ფილოლოგიის მიმართულების უახლესი ქართული ლიტერატურის ქვემიმართულება:

 

კახაბერ ლორია

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად აკადემიური პერსონალის  შესარჩევი საკონკურსო კომისიის 23. 06. 2010 წლის დასკვნა

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,  
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 75/2010

პოლონელი პროფესორის ბოგდან ბოიარსკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის საფუძველზე,

 


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის პოლონელ  პროფესორს ბოგან ბოიარსკის  მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ 2010 წლის 24 ივნისის №15412/02 განცხადება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 74/2010

გამოჩენილი მწერლის, მთარგმნელისა  და საზოგადო მოღვაწის თამარ მამისთვალოვ–კეზერაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გამოჩენილ მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს, სრულიად ისრაელის მწერალთა კავშირების ფედერაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ისრაელის ქართულენოვან მწერალთა და ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარეს თამარ მამისთვალოვ–კეზერაშვილს  მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის 2010 წლის 24 ივნისის №2228/27 განცხადება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 73/2010

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის N141 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის „ჟ“ პუნქტის შესაბამისად,

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები თსუ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის N141 დადგენილებით მიღებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესში“:

 

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე–3 პუნქტი:


3. ,,აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით“.

 

ბ) დაემატოს შემდეგი სახის მე–14 მუხლი:

 

„მუხლი 14.  კანდიდატთა რეგისტრაცია


კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 1 დღის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს გაცნობიდან 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 1 დღის განმავლობაში.“

 

გ) შევიდეს ცვლილება მე–8 მუხლის 1–ლი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „კენჭისყრა   იწყება 10.00 საათზე და მთავრდება არჩევნების დღეს 17.00 საათზე“.

 

დ) შევიდეს ცვლილება მე–8 მუხლის მე–3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობა მიიღო  ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტმა“.


 
2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 72/2010

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229–ე დადგენილებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 229–ე დადგენილებით დამტკიცებულ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებაში  და 11–ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით


დ) ორი სასემინარო ნაშრომის–კოლოქვიუმის მომზადება და აუდიტორიის წინაშე დაცვა – 10–30 კრედიტი.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 8 ივნისის №3071/22-05 განცხადება.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 71/2010

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე

 

1. დაიწყოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტი (დანართი 1).


2. დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატთა რეგისტრაციასა და კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N2 დადგენილება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 70/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 20/2010 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით სილაბუსების წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №20/2010 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით საბაკალავრო პროგრამის სილაბუსები წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2010 წლის 2 აგვისტოსი, სამაგისტრო პროგრამის სილაბუსები არა უგვიანეს 16 აგვისტოსი.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 69/2010