,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და 28-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ 07.04.2011 №8818/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"12.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მიერ შეთავაზებული და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სულ მცირე ორი შემფასებელი წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს შესაბამის სექციას სადისერტაციო ნაშრომის წერილობით შეფასებას (რეცენზიას).".
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი