საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2025 წლის 30 მაისის №107/01-01 და №108/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 ივნისის №32/2025 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 21.07.2025, №18077/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა:
ა.ა) ქეთევან დადიანი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) ლაშა ლორია - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) შოთა ცანავა - ასოცირებული პროფესორი;
ბ) ფარმაკოლოგიის კათედრა:
ბ.ა) მედეა კოპალიანი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) გულნარა ტაბიძე - ასოცირებული პროფესორი;
გ) თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა:
ნატალია მანჯავიძე - ასოცირებული პროფესორი;
დ) პედიატრიის კათედრა:
ლიანა ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი;
ე) შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრა:
მარია ზუბიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ვ) შინაგან დაავადებათა კათედრა:
ვ.ა) პავლე მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ბ) ვახტანგ ჭუმბურიძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ.გ) ელენე გიორგაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ) პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა:
ზ.ა) თამილა ბაგაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ბ) გიორგი პატარაია - ასოცირებული პროფესორი;
ზ.გ) მარინე შაქარაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
თ) კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა:
ნოდარ ხოდელი - ასოცირებული პროფესორი;
ი) კლინიკური ქირურგიის კათედრა I:
ი.ა) ლევან თავბერიძე - ასოცირებული პროფესორი;
ი.ბ) გიორგი ხეროდინაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
კ) ოფთალმოლოგიის კათედრა:
ნიკოლოზ ანთელავა - ასოცირებული პროფესორი;
ლ) მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრა:
ლ.ა) არსენ გვენეტაძე - ასოცირებული პროფესორი;
ლ.ბ) რევაზ სულუხია - ასოცირებული პროფესორი;
მ) ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრა:
მ.ა) დავით გიგინეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
მ.ბ) დარეჯან გუგუციძე - ასოცირებული პროფესორი;
მ.გ) თამარ ვაშაძე - ასოცირებული პროფესორი;
მ.დ) ნანა კვირკველია - ასოცირებული პროფესორი;
ნ) ორთოპედიული სტომატოლოგიის და იმპლანტოლოგიის კათედრა:
ეკა თანდილაშვილი - ასოცირებული პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე