საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №33178/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი (დანართი №1) და მისგან გამომდინარე: უცხოური ენის ცოდნის დონეების განმარტება (დანართი №2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი №3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი №4), რეკომენდაციები სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურისათვის (დანართი №5), განაცხადის ფორმა სადისერტაციო ნაშრომის ავთენტურობის შესახებ (დანართი №6), შემაჯამებელი ანგარიში დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ (დანართი №7), სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნის ფორმა (დანართი №8), რეცენზიის ფორმა (დანართი №9), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი №10), დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვის პროცედურების გასაჩივრების წესი (დანართი №11), დისერტაციის დაცვის პროცედურების გასაჩივრების წესი (დანართი №12). 


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილება.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე