საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 25 ივნისის №165/01-01 და №166/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის №80/2024 დადგენილების მე-3 პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 13.09.2024, №23754/26) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის  7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ა.ა) მაია მესტვირიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) ლუიზა არუთინოვა - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) მარიამ ფანჯიკიძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე