საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 4 ივნისის №141/01-01 და №142/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №70/2024 დადგენილების მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 01.08.2024, №12975/28; 01.08.2024, №12973/28; 31.07.2024, №12887/28; 31.07.2024, №12868/28; 1.08.2024, №12976/28; 14.08.2024, №13833/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 9 სექტემბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
ა.ა) ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა:
ლელა მირცხულავა - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა:
ლიანა ლორთქიფანიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) გეოგრაფიის დეპარტამენტი:
ბ.ა) ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა:
თამარ ალექსიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ბ.ბ) ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის, მეტეოროლოგიის კათედრა:
გიორგი ბრეგვაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ) გეოლოგიის დეპარტამენტი:
გ.ა) რეგიონული გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა:
კახა ქოიავა - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ბ) მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრა:
მარიამ ახალკაციშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ) ფიზიკის დეპარტამენტი:
დ.ა) ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრა:
მალხაზ გოჩიტაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ბ) ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრა:
თეიმურაზ ნადარეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
დ.გ) არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა:
ზაზა ტოკლიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.
ე) ქიმიის დეპარტამენტი:
ე.ა) ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმიის კათედრა:
ქრისტინე გიორგაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ე.ბ) ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრა:
ნინო ნიკოლეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ე.გ) ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა:
ნინო თაყაიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე