საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №18270/10, №18269/10, №18267/10 და 2024 წლის 12 ივლისის №18350/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის №11 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “მათემატიკა“ (დანართი №12);
გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
დ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით №25 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მათემატიკა“ (დანართი №25);
ე) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით №78 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №78);
ვ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ზ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით №289 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი №289);
თ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით №157 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბერძნულ-რომაული ფილოლოგია“ (დანართი №157);
ი) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით №159 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი №159).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე