საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 10 ივლისის №18121/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №69/2019 დადგენილებაში და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ და ,,ვ2“ ქვეპუნქტები:
“ვ1) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პუბლიკაციები დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში;
ვ2) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს და დოქტორანტს/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის არ შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს კანონი - ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილითა და 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა;“;
ბ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს - მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა.“;
გ) მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,21“ პუნქტი:
,,21. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების სხდომას ესწრება სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ან/და სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის ერთი წევრი მაინც, რომელიც დამსწრეებს ინფორმაციას აწვდის დისერტაციის შეფასებისა და დაცვის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე