საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 25 ივნისის №165/01-01 და №166/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 10 ივლისის №18116/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია:
ა) ია აფთარაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ანასტასია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნატო ასათიანი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მანანა გაბაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;
ე) დავით ძიძიგური - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის დირექტორი, მოწვეული პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია:
ა) თამარ გაგოშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლილი ხეჩუაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია მესტვირიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია:
ა) ანასტასია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა გაბაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინე ჟვანია - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვახტანგ ნადარეიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) დავით ძიძიგური - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის დირექტორი, მოწვეული პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია:
ა) თამარ გაგოშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა მელიქიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოფიო დოლიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია:
ა) მარინე ჩიტაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლილი ხეჩუაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეონა ლოდია - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მანანა გაბაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;
ე) თინათინ ფანცულაია - პროფესორი, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრის - „იდილია“ - ხელმძღვანელი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია:
ა) ხათუნა მარწყვიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ეკატერინე ფირცხალავა - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოფიო დოლიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია:
ა) იზაბელა პეტრიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ივანე მინდაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ჩახუნაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ირმა გრძელიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) დალი ღაღანიძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია:
ა) რუსუდან სანაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ჭკუასელი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზაქარია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ეთერ ღვინერია - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ეკატერინე ბაკურაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე