საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 30 მაისის №118/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის №56/2023 დადგენილების მე-4 პუნქტი) გადაწყვეტილებებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 07.06.2024, №9718/28), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №16783/10 მოხსენებითი ბარათისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე.
2. ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმიის მიმართულებით ჩატარებული საკონკურსო პროცედურების მხრივ საკონკურსო კომისიას საკითხი დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შესაბამისი ოქმებისა და იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, კონკურსის შეფასების პირველ ეტაპზე მესამე კატეგორიის შეფასების განსახილველად და საცდელი ლექციის საჭიროების დასაბუთებისა და ხელახლა ჩატარების აუცილებლობაზე მსჯელობის მიზნით.
3. ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის მიმართულებით ჩატარებული საკონკურსო პროცედურების მხრივ საკონკურსო კომისიას საკითხი დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შესაბამისი ოქმებისა და იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, კონკურსის შეფასების პირველ ეტაპზე მესამე კატეგორიის შეფასების განსახილველად.
4. საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ (აღნიშნულ კომისიაში საკითხის კვლავ გასაჩივრების შემთხვევაში) შესაბამისი საჩივრის/საჩივრების შესწავლისას იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობითა და კონკურსის წესით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებით და არ გასცდეს მათ ფარგლებს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე