საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 16 თებერვლის №32/01-01 ბრძანების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის 15 მარტის №7261/29 და №7262/29 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 18 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (თეორიული ეკონომიკის კათედრა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია:
ა) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელგუჯა მექვაბიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გულნაზ ერქომაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) დალი სეხნიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) ჯემალ ხარიტონაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია:
ა) ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რუსუდან სირბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ ლაზარიაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი (კომისიის მდივანი).
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
საკონკურსო კომისია:
ა) მერაბ ხოხობაია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიული ქეშელაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ კბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან სეთურიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) აკაკი ხელაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
საკონკურსო-სააპელაციო კომისია:
ა) ლევან საბაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მირონ ტუღუში - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეა მუნჯიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე